დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 03/08/2018

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის სკოლების დირექტორებიც ესწრებოდნენ. 

კადეტებმა თაიგულებით, მრავალფეროვანი ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით მიულოცეს გაზაფხულის მოსვლა ქალბატონებს. განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით შესრულებულმა ნომრებმა მაყურებელი დადებითი ემოციებით დატვირთული დატოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა თბილი სიტყვები არ დაიშურეს კადეტებისა და ლიცეუმის მიმართ. 

   „სავსე ვარ ემოციებით, მადლობა ლიცეუმის ხელმძღვანელობას იმ საოცარი საქმისთვის, რომელსაც უდგას სათავეში. აქ კადეტები სწავლობენ ჭეშმარიტ ფასეულობებსა და პრიორიტეტებს. სწორედ კადეტები არიან ჩვენი ქვეყნის იმედიანი მომავალი “,- აღნიშნა ქალბატონმა თამთა თურმანიძემ. 

   „კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ყოველთვის ამაღლებულ განწყობას მიქმნის, აქედან წასულს მინდა, მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ აქ აღზრდილ ბავშვებს სხვანაირად უყვართ სამშობლო, დედა, ქალი...“- განაცხადა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა მარჯანიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ხშირად იმართება მსგავსი ღონისძიებები. ამ საქმეს წარმატებით უძღვებიან მუსიკის პედაგოგი ნინო გედენიძე და ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია.

ფოტო გალერეა