კადეტები დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. კადეტებმა, ლიცეუმის დირექტორის მოადგილესთან ვიცე-პოლკოვნიკ ივანე კუხიანიძესთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის ხსოვნას. მათ დავით აღმაშენებლის ძეგლი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს.