დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 02/08/2019 12:00 AM

   8 თებერვალს საქართველო დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები მოეწყო. დავით აღმაშენებლის ხსოვნას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს კადეტებმა. მათ დავით აღმაშენებლის ძეგლი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს. მოგვიანებით კი . გელათის აკადემიაში საგალობლების ფესტივალს დაესწრნენ.

ფოტო გალერეა