დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 02/08/2018

   8 თებერვალს საქართველო წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები მოეწყო. დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსოვნას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს კადეტებმა. მათ დავით აღმაშენებლის ძეგლი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს. მოგვიანებით კი გელათის სამონასტრო კომპლექსში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. გელათის აკადემიაში ისინი ასევე დაესწრნენ დავითის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობის გამოფენასა და საგალობლების ფესტივალს

ფოტო გალერეა