დასუფთავების აქცია კოჯორში 05/07/2018 12:00 AM

   იუნკერებმა და კადეტებმა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წელს მომხდარი ბრძოლის ველი დაასუფთავეს

   დასუფთავების აქციის პარალელურად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედროებმა ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლის ბრძოლის საინფორმაციო მაკეტი მოამზადეს.

   უახლოეს მომავალში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის, ლიცეუმის კადეტებისთვისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ისტორიული ლაშქრობა იგეგმება.

   გასვლით ლექციას ისტორიკოსები წარუძღვებიან, რომლებიც ახალგაზრდებს სამხედრო მაკეტს წარუდგენენ და თბილისის შემოგარენში ბრძოლების ისტორიას დეტალურად გააცნობენ.

   ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ფოტო გალერეა

ვიდეო