დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გამართა. ცერემონიალზე საზეიმოდ დაჯილდოვდა პირველი კლასის რგითი ანა ბაჯაძე. მას 2018 წლის ფიზიკური ნორმატივების შედეგების მიხედვით მიენიჭა სტატუსი - ,,საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე“. ანა ბაჯაძეს სერტიფიკატი ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.