კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს თავდაცვის ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ უფროსი სერჟანტები ზვიად მაღლაკელიძე, რამაზ დონდოლაძე და მიხეილ ჭკუასელი, სერჟანტები: ლაშა ლორია და ლაშა გიორგაძე კი მეორე ხარისხის მედლებით. მათ მედლები ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.