დაჯილდოების ღონისძიება 02/21/2022 12:18 PM

დღეს ლიცეუმში დროშის აღმართვისა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
 
ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე მოეწყო. სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს კადეტებმა: მარიამ გურულმა და ბექა გიორგაძემ. ისინი სასწავლო კვირის განმავლობაში გამორჩეული არიან თავიანთი აკადემიური მოსწრებით, დისციპლინითა და ფიზიკური მომზადების დონით. საპატიო მიზეზის გამო ღონისძიებაში არ მონაწილეობდა კადეტი ლუკა კურტანიძე.
 
მოგვიანებით ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სარდლობის დონეზე 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, ლიცეუმიდან საუკეთესო სერჟანტად დასახელდა სერჟანტი ნიკო ცირეკიძე. მას შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცა. დღესვე სერჟანტ შოთა კუბლაშვილს მიენიჭა მორიგი სამხედრო წოდება „უფროსი სერჟანტი".
 
სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გადასცა და წარმატებები უსურვა. პოლკოვნიკმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლსა და კარიერული განვითარების მნიშვნელობაზე.
 
ფოტო გალერეა