დაჯილდოების ცერემონიალი 11/19/2018 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ფიზიკური მომზადების კადეტები პლანშეტით, სიგელებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. 2018-2019 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდა მესამე სასწავლო კურსის საუკეთესო ფიზიკური მომზადების ექსვი კადეტი, რომლებმაც ფზიკური მომზადების ტესტირებაში მიიღეს უმაღლესი შეფასება-300 ქულა. კადეტებს: გიორგი გიორგაძეს, ლუკა შამუგიას, მარიამ კობერიძეს, მიხეილ მხეიძეს, თორნიკე ენდელაძეს და ზურაბ მდივანს გადაეცათ სიგელები და შესაბამისი სამკერდე ნიშნები. დღესვე, მესამე სასწავლო კურსის კადეტი ოთარ კუხიანიძე, რომელმაც უკვე მეხუთედ აღმართა დროშა, დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით-პლანშეტი. კადეტები ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ პირადად დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა