,,..და ავენთები მამულს კელაპტრად!“ 02/08/2018

   2018 წლის 8 თებერვალს ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლში გაიმართა დავითობის დღისადმი მიძღვნილი საღამო. მასში მონაწილეობას იღებდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, რომლებმაც წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,..და ავენთები მამულს კელაპტრად!“ (ხელმძღვანელები: ია დანელია, ნინო გედენიძე). კადეტებთან ერთად სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებსა და სიმღერებს შესანიშნავად ასრულებდნენ მადლიერების სახლის უფროსი თაობის ღვაწლმოსილი, ამაგდარი ადამიანები. დასასრულ, კადეტები მადლიერების სახლის ხელმძღვანელმა სიგელებით დააჯილდოვა.

ფოტო გალერეა