„სიცოცხლე მოძრაობაა“ 06/01/2019 12:00 AM

„სიცოცხლე მოძრაობაა“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარათონი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში კადეტები და ქუთაისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა მხარდასაჭერად მათთან ერთად გარბენში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ოფიცრები და სერჟანტები. მარათონის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - იესე ქოქაშვილი (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) ; II ადგილი- ნიკოლოზ გაბრიჩიძე ( ქუთაისის მე-4 საჯარო სკოლა); III ადგილი - იმედა ჩაჩუა (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი). ასევე გამოვლინდნენ გოგონათა შორის გამარჯვებულები: I ადგილი - დალი წივწივაძე ( ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა) ; II ადგილი - ანა ბაჯაძე (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი); III ადგილი - ეკა ჭოლაძე (ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა). გამარჯვებულ მოსწავლეებს ქუთაისის მერიისაგან დიპლომები და მედლები გადაეცათ, ფინიშის ხაზთან მისულ ყველა მონაწილეს კი-სიგელები. მარათონი უკვე მესამე წელია ტარდება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.

ფოტო გალერეა