„ჩვენ ვსწავლობთ კოსმოსს“ 05/30/2019 12:00 AM

   კადეტები საქალაქო თეორიულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. „ჩვენ ვსწავლობთ კოსმოსს“ - ამ სახელწოდებით გამართულ კონფერენციაზე კადეტები: ზურაბ ფარქოსაძე, გიორგი მიქავა და ზურა მემანიშვილი (ხელმძღვანელი ია დანელია, ნინო დანგაძე) საინტერესო ნაშრომებით წარდგნენ. კონფერენცია, რომელშიც ქუთაისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა ასტრონომიის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას, მათში დაკვირვებებისა და კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ფოტო გალერეა