ლიცეუმში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფრენბურთის შესარჩევი, ნახევარფინალური და ფინალური თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.
პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „მიმინომ“ (მესამე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი), მეორე ადგილი - გუნდმა „ლომები“ (მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი), ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა გუნდი - „ჯვაროსნები“ (პირველი სასწავლო კურსის მეხუთე სასწავლო ჯგუფი).
ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. ლიცეუმში ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტულ აქტივობებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.