ვეფხისტყაოსნის კითხვის კონკურსი 05/15/2022 6:15 PM

კადეტებმა საქალაქო კონკურსში "ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს" წარმატებით მიიღეს მონაწილეობა.
 
კონკურსში მონაწილეობდნენ კადეტები: თეკლა კინწურაშვილი, ლუკა მოსეშვილი, მარიამ გათაშვილი და ტიტე ზვიადაძე.
კადეტმა თეკლა კინწურაშვილმა, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ლუკა მოსეშვილი და ტიტე ზვიადაძე ნომინაციის - "ჟიურის რჩეული" გამარჯვეუბულები არიან.
 
კადეტები კონკურსში მიღწეული წარმატებისათვის დიპლომებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
 
კადეტებს ფასილიტაციას უწევდნენ მასწავლებლები ელენე კოხრეიძე და სოფიკო ცხელიშვილი.
 
საქალაქო კონკურსში - "ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს" ქუთაისის სხვადასხვა სკოლის სამოცამდე მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. მოსწავლეებს პოემიდან მინიმუმ 30-40 სტროფის ცოდნა მოეთხოვებოდათ.
 
კონკურსი, რომელიც ტრადიციული ხასიათისაა , 14 მაისს, თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ ჩაატარა.
 
ფოტო გალერეა