„ბულინგი-სკოლაში ნორმად ქცეული ძალადობა“ 02/28/2019 12:00 AM

   გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ,,ბულინგი და მისი პრევენციის გზები“ შეხვედრა შედგა პირველი სასწავლო კურსის კადეტებთან. შეხვედრას კადეტებთან ერთად, პედაგოგიური პერსონალი და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,ბულინგი-სკოლაში ნორმად ქცეული ძალადობა” - ამ თემაზე ლექცია ჩაატარა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქალთამზე მელქაძემ. მან თვალსაჩინოებებით, ვიდეო მასალებითა და სახალისო აქტივობით ნათლად წარმოაჩინა თემასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაში ჩართული იყვნენ თავად კადეტებიც. კადეტებმა თამარ დეკანოიძემ და ლაშა აბულაძემ ისაუბრეს თანამედროვე ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში ასახულ ბულინგზე. კადეტმა ლუკა ჩადუნელმა კი აუდიტორიას ბულინგის თემაზე შექმნილი, საკუთარი მოთხრობა - ,,და ბოლოს...“ გააცნო.

ფოტო გალერეა