ბეისბოლისა და სოფტბოლის სწავლება დაიწყო 04/03/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ბეისბოლისა და სოფტბოლის სწავლება დაიწყო. სწავლების გახსნას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ბონდო სოფრომაძე და მერის პირველი მოადგილე, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ. ლიცეუმში სპორტის ამ სახეობის დანერგვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის, უკვე ყოფილი დირექტორისა და ამჟამად მერის პირველი მოადგილის მანუჩარ ფანჩულიძის ინიციატივით მოხდა. სწორედ, ამავე სკოლის ბეისბოლის გუნდი გაუწევს სწავლებას კოორდინაციას.

ფოტო გალერეა