ბეისბოლის ჩემპიონატი 05/14/2018 12:00 AM

   2018 წლის 12 და 13 მაისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა. მასში სხვადასხვა რეგიონის სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო კადეტთა გუნდიც. მიუხედავად იმისა, რომ ლიცეუმში სპორტის ეს სახეობა ახლა იმკვიდრებს ადგილს, კადეტებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. მათ მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავეს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრით.

ფოტო გალერეა