ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღე 06/01/2018 12:00 AM

   1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა პატარებს უმასპინძლა. ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის ვაჟი ნიკოლოზი და ბაგა-ბაღის, ,,ბედნიერი სახლის”, აღსაზრდელები. სტუმრებს მეგზურობა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და მისმა შვილმა ვახომ გაუწიეს. პატარები ჯერ ფიზიკის ლაბორატორიას ეწვივნენ, სადაც კადეტებმა მათთვის საინტერესო, სახალისო და ფერადი ექსპერიმენტები მოაწყვეს, შემდეგ კი დაწყებითი სამხედო მომზადების ცენტრს ესტუმრნენ. სახალისო ექსპერიმენტებზე არანაკლები ინტერესი გამოიწვია მათში სასწავლო იარაღმა. დასასრულ ბავშვებმა კადეტთა კლუბში გადაინაცვლეს და მათთან ერთად ნახატები შექმნეს.

ფოტო გალერეა