ბავშვის უფლებათა კოდექსი 10/10/2019 12:00 AM

   „ბავშვის უფლებათა კოდექსი“-ამ თემაზე ლიცეუმის იურისტი დავით ლომსიანიძე სასწავლო კურსის ხელმძღვანელობას, ინსტრუქტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბატონმა დავითმა განიხილა საქართველოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს იქნა ხელმოწერილი. ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ კაზუსებზე, ასევე ხსენებულ კანონისა და ლიცეუმის შინაგანაწესის შესაბამისობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

ფოტო გალერეა