ბატონი მერაბ კვიცარიძე სტუმრად ლიცეუმში 02/16/2018

,,შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“- ამ სახელწოდებით კადეტებს ლექცია წაუკითხა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, საპატიო მოქალაქემ, პოეტმა, ექიმმა და ქველმოქმედმა მერაბ კვიცარიძემ. მან ლექციის დაწყებამდე კადეტებს საკუთარი თავი მისთვის დამახასიათებელი იუმორით წარუდგინა და საკუთარი შემოქმედება გააცნო. საინტერესო და შემეცნებითი ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ სტუმარსა და კადეტებს შორის თბილი და მეგობრული განწყობა სუფევდა. დასასრულ სტუმარმა ლიცეუმის ინფრასტქუქტურა დაათვალიერა.

ფოტო გალერეა