ბანაკს მოსწავლეთა მეორე ნაკადი დაემშვიდობა 07/29/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა მეორე ნაკადი დაემშვიდობა მოსწავლეთა მეორე ნაკადმა რობოტექნიკის ბანაკის ერთკვირიანი პროგრამის დასრულების აღსანიშნავად გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო. საღამოს მოსწავლეებთან ერთად, ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიცე პოლკოვნიკი ლევან მიქიაშვილი, პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი მაიორი მამუკა ოდიკაძე და რობოტექნიკის ბანაკის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ახალგაზრდებმა საქართველოს კუთხეები სხვადასხვა მხატვრული ნომრით წარმოადგინეს. დასასრულს სპორტული ოლიმპიადისა და თამაშის -“რობოტების შეჯიბრი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მათ თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე, სიგელებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსროლელი მოსწავლეები.

ფოტო გალერეა