კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ავტორიზაცია მიენიჭა 06/09/2020 3:18 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ავტორიზაცია მიენიჭა

ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საშუალო საფეხურზე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით მიენიჭა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმისათვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ლიცეუმი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, როგორც საგანმანათლებლო პროგრამებისა და მატერიალური რესურსების, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით.

ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხებზე მუშაობდა ლიცეუმის თანამშრომლებისაგან შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, მაია გაბუნია.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა არსებობის მანძილზე დადგენილი ვადების შესაბამისად უკვე მეორედ გაიარა ავტორიზაცია.

ავტორიზაცია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმია, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.