„ასე უყვარდათ საქართველოში ...“ 03/08/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა. „ასე უყვარდათ საქართველოში ...“ ამ სახელწოდებით კადეტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პერფომანსებით, ლექსებითა და ჩანახატებით გააცოცხლეს ცნობილ ქართველთა სასიყვარულო ისტორიები. ღონისძიების დაწყებამდე კადეტებმა დირექციის სახელით ყველა ქალბატონს თაიგულებით მიულოცეს გაზაფხულის მოსვლა. საგაზაფხულო ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მას ხელმძღვანელობენ მუსიკის პედაგოგი ნინო გედენიძე და ესთეტიკური აღზრდის ხელმღვანელი მანანა რუხაია.

ფოტო გალერეა