არაფორმალური სასწავლო გარემო 05/09/2019 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურესის მეოთხე სასწავლო ჯგუფისათვის დაიგეგმა გასვლითი გაკვეთილი თემაზე:"საქართველოს თვალსაჩინო წარმომადგენლები". გაკვეთილი სხვადასხვა საგნების ინტეგრირებით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. “არაფორმალურ გარემოში სწავლა ზრდის მოსწავლის მოტივაციას. როცა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახს ცდება მოსწავლეს მეტი თავისუფლება აქვს, ამავე დროს თვალსაჩინოდ არის მოცემული შესასწავლი საკითხი, ეს ყოველივე კი იწვევს მოსწავლის დაინტერესებას შესასწავლი საკითხისადმი“ - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ია ფოჩხუამ. ლიცეუმის პედაგოგები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, რაც საინტერსოს და მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს.

ფოტო გალერეა