არაფორმალურ გარემოში ჩატარებული გაკვეთილი 05/08/2018 12:00 AM

   დღეს, მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტებს ინგლისური ენის გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში ჩაუტარდათ. პედაგოგ ინდირა კოსტავას ორგანიზებით კადეტთა საკლასო ოთახმა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლა. ,,მსოფლიო შვიდი მილიარდი“- ამ სახელწოდებით დაგეგმილ გაკვეთილზე კადეტებმა იმსჯელეს მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტენდენციებზე და ამ ტენდენციის შედეგებზე, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ტროპიკული ტყის მნიშვნელობა, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ბუნებრივი რესურსების მოპოვება და მათი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. კადეტებისათვის აღნიშნული ფორმით ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო.

ფოტო გალერეა