ამხანაგური შეჯიბრი იუნკერებსა და კადეტებს შორის 02/27/2018

   დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებსა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებს შორის კალათბურთსა და ჭადრაკში ამხანაგური შეჯიბრი გაიმართა. კალათბურთში გამარჯვება ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდა მოიპოვა, ხოლო შეჯიბრი ჭადრაკში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს თასები და სერტიფიკატები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნინო ჯოჯუამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მანუჩარ დავითურმა გადასცეს.

ფოტო გალერეა