ალექსანდრე გელაშვილი სტუმრად ლიცეუმში 12/27/2017

   სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში სტურად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტპოინტის მეოთხე კურსის კადეტი ალექსანდრე გელაშვილი. ის ლიცეუმის 2014 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელმაც ლიცეუმის სპეციალური მოსამზადებელი კურსების (TOEFL და SAT) მეშვეობით ჩაირიცხა აშშ-ს სამხედრო აკადემიაში. ,,შესაძლებლობების გამოყენება“- ეს ის თემაა, რომელზედაც დღვანდელ შეხვედრაზე ისაუბრა ალექსანდრე გელაშვილმა. ,,ზოგჯერ შეიძლება ერთმა შესაძლებლობამ გადაწყვიტოს გექნება ძალიან წარამატებული ცხოვრება, თუ ჩვეულებრივი საშუალო დონის არსებობა. სამწუხაროდ, შესაძლებლობები არ არის სამუდამო. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს სწრაფი, გადაწყვეტილებების მიღების დროს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეძლოს ამა თუ იმ შესაძლებლობის გამოყენება.ლიცეუმი, ისევე როგორც ,,ვესტ პოინტის" აკადემია, გარკვეული ტიპის ადამიანებს სთავაზობს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს. ჩემი ლიცეუმში ჩაბარების დროს, ლიცეუმი ერთი წლის გახსნილი იყო. ამ ახლად გახსნილ დაწესებულებაზე ბევრს ვერაფერს ვერ გაიგებდით. ბევრი რამ თვითონ ლიცეუმისთვისაც გაურკვეველი იყო იმ ეტაპზე. მე მეშინოდა ლიცეუმში ჩაბარების. მეშინოდა იმიტომ, რომ არ ვიცოდი აქ რა მელოდა, არ ვიცოდი აქ რა ხდებოდა, არ ვიცოდი შემეძლო თუ არა აქ არსებული ყველა წინაღობის გადალახვა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადავწყვიტე ლიცეუმში ჩაბარება, რადგანაც ვიცოდი, რომ აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობები მელოდა. მინდა გითხრათ, რომ ლიცეუმმა ყველა ჩემი მოლოდინი გაამართლა. დღეს მე უზომოდ ბედნიერი ვარ რომ გამოვიყენე ის შესაძლებლობა 7 წლის წინ და ჩავაბარე ამ სასწავლებელში.“- განაცხადა სტუმარმა შეხვედრაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. დასასრულ ალექსანდრე გელაშვილს, ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ, წარმატებები უსურვა და სამსახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ფოტო გალერეა