კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ქუთაისში მდებარე დაღუპულთა მემორიალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს.