საერთაშორისო ბანაკში „ქალები მეცნიერებაში, WiSci Georgia – 2018“ 08/19/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები: თამთა ჩხენკელი, თამარ ფანცხავა და მარიამ კობერიძე გოგონების საერთაშორისო ბანაკში „ქალები მეცნიერებაში, WiSci Georgia – 2018“ იმყოფებიან. გოგონების საერთაშორისო ბანაკი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან 15-18 წლამდე გოგონას აერთიანებს. ბანაკში საკმაოდ რთული შესარჩევი კონკურსის შედეგად 550 აპლიკანტიდან მხოლოდ ასი მონაწილე შეირჩა. მონაწილეები ჩართული არიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროგრამებში. ბანაკის ტრენერები არიან Google, Intel, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლები აშშ-დან. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში STEAM (მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის) უნარ-ჩვევების განვითარება, ლიდერობის უნარების ჩამოყალიბება და თანატოლებს შორის გამოცდილების გაზიარება ასევე, მომავალი ქალი ლიდერების გაძლიერება STEAM დისციპლინებში. ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ WiSci Georgia – 2018 საქართველოში პირველად ტარდება. ბანაკი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამა Girls Up-თან, Intel-თან და Googl-თან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან თანამშრომლობით იმართება.

ფოტო გალერეა