ფრანგული ენის მასწავლებლის ვაკანსია 07/22/2021 2:01 PM

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ფრანგული ენის მასწავლებლის 2 ნახევარგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

მსურველებმა გთხოვთ, 2021 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის 1-ლი აგვისტოს ჩათვლით განაცხადები (ფორმა)  გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected] , ასევე შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.
2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2021 წლის 2 აგვისტოს, ხოლო გასაუბრება 2021 წლის 3 აგვისტოს 12:00 საათზე.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე.

შერჩევის კრიტერიუმები:

1. უმაღლესი განათლების ქონა ( კვალიფიკაცია/ხარისხი);
2. მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/ წამყვანი/მენტორი);
3. სერტიფიკატები;
4. პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლები 3 წლისა;
5. პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
6. ტრენინგები, სწავლებები;
7. ჯილდოები ( მადლობა/წახალისება);
8. უწყვეტი პროფესიული სტაჟი;
9. პროფესიული აქტივობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14