თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება 04/15/2022 7:14 PM

დღეს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ააიპ საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ მამუკა გოგიტიძემ. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ სამხედრო-ისტორიულ პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
 
დღესვე სამხედრო ისტორიის საზოგადოების ხელმძღვანელმა მამუკა გოგიტიძემ ლიცეუმის დირექტორს პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანს საზოგადოების საპატიო წევრის ტიტული გადასცა.
 
ლიცეუმს ჰყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური პარტნიორი სასწავლებლები, რომლებთანაც ლიცეუმის მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებს ერთობლივ პროექტებს.
 
ფოტო გალერეა