კონკურსი - "ვკითხულობთ გალაკტიონს" 11/19/2022 12:07 PM

კადეტები საქალაქო კონკურსის -„ვკითხულობთ გალაკტიონს“ გამარჯვებულები არიან.


მეორე სასწავლო კურსის კადეტმა დავით ინანეიშვილმა პირველი, ხოლო მეორე სასწავლო კურსის კადეტმა გიორგი ჯღარკავამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. კონკურსში ჩართული დანარჩენი კადეტები: ელენე ბეჟანიშვილი, დავით ჯიმშიტაშვილი, მარიამ ჭელიძე და დავით მალანია წარმატებული და აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.


კადეტების კონკურსში ჩართულობა და მომზადება უზრუნველყო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ.
საქალაქო კონკურსი -„ვკითხულობთ გალაკტიონს“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით გაიმართა. მასში ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ფოტო გალერეა