მესამე სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებთან შეხვედრა შედგა.
შეხვედრას მესამე სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი როინ მაჭარაშვილი უძღვებოდა. კურსის უფროსმა ყურადღება კადეტთა აკადემიურ მოსწრებაზე, მათი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის საკითხებსა და მომავალი პროფესიის არჩევანზე გაამახვილა ყურადღება.
მოგვიანებით მშობლებს სასწავლო ჯგუფების დამრიგებლები შეხვდნენ და ინდივიდუალურად მიაწოდეს ინფორმაცია კადეტთა აკადემიური მოსწრებისა თუ დისციპლინის შესახებ.