8 აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი 08/08/2018 12:00 AM

   2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით რობოტექნიკის ბანაკში ღონისძიება გაიმართა. რობოტექნიკის ბანაკის პროგრამულმა მენეჯერმა თედო ტაკიძემ და ლიდერებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად პერფომანსი წარმოადგინეს. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სიცოცხლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალენა დმიტრუკი ესწრებოდნენ. სტუმრებმა ღონისძიების დაწყებამდე ბანაკში მიმდინარე პროცესებს გაეცნეს და ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ფოტო გალერეა