74-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია 05/31/2021 8:20 PM

კადეტებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს.
 
74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში ლაშა აბულაძემ და თორნიკე კოპალიანმა (პედაგოგი მურმან სურმავა) პირველი ადგილი დაიკავეს.
 
კონფერენციის დასკვნით ეტაპში წარმატებული მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ კადეტები: გიორგი ბრუნჯაძე და ელენე ტყაბლაძე. მათ წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა. მათ წარმატებები უსურვა და კონფერენციაში კადეტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
კადეტები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. წელს ლიცეუმიდან სხვადასხვა სექციაში შვიდი საკონფერენციო ნაშრომი გაიგზავნა ( https://bit.ly/3icJnke ).
 
2021 წელს სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ყოველწლიურად ატარებს მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას.
 
ფოტო გალერეა