2022 წლის მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები 07/22/2022 12:41 PM

ლიცეუმის 2022 წლის მისაღებ გამოცდებში მონაწილეთა საყურადღებოდ!!!
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ლიცეუმში 2022-2023 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მისაღები გამოცდების საბოლოო რეიტინგული შედეგები. საბოლოო რეიტინგული სია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის გვერდზე: naec.ge ან მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:
 
მოსწავლეთა შერჩევა განხორციელდება გამოცდების შედეგების საერთო რეიტინგული სიის მიხედვით. შეირჩევა 122 მოსწავლე, მათ შორის, 98 ვაჟი და 24 გოგონა. იმ შემთხვევაში თუ საერთო რეიტინგული სიის 122 მოსწავლეთაგან გოგონათა კვოტა ვერ შეივსება, მათი რაოდენობა შეივსება მოსწავლე ვაჟებით.
 
ჩასარიცხად შერჩეულ მოსწავლეებს სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად დაუკავშირდებიან და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.