2022b წლის გამოცდების პირველადი შედეგები 07/18/2022 12:38 PM

ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ლიცეუმში 2022-2023 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები. პირველადი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის გვერდზე: naec.ge ან მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:
 
წელს ლიცეუმში ჩასარიცხად, რეგისტრირებულ მოსწავლეთაგან გამოცდებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგად, 122 მოსწავლე შეირჩევა. მოსწავლეთა შერჩევა განხორციელდება გამოცდების შედეგების საერთო რეიტინგული სიის მიხედვით, მათ შორის, 98 ვაჟი და 24 გოგონა. იმ შემთხვევაში თუ საერთო რეიტინგული სიის 122 მოსწავლეთაგან გოგონათა კვოტა ვერ შეივსება, მათი რაოდენობა შეივსება მოსწავლე ვაჟებით.