2022-2023 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა შედგა 08/05/2022 4:56 PM

2022-2023 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა შედგა.

მშობლებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ მშობლისა და კადეტის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებისა და მობილობის საკითხებზე ისაუბრეს.

წელს ლუცეუმში ჩასარიცხად გამოცდების შედეგების მიხედვით საერთო რეიტინგული სიის 122 მოსწავლე შეირჩა, მათ შორის 98 ვაჟი და 24 გოგონა. სამედიცინო შემოწმების შედეგად უარყოფითი პასუხი მიიღო 6-მა მოსწავლემ. შედეგად გამსვლელი მინიმალური ქულა 51,15 ქულა განისაზღვრა.

წელს პირველად ლიცეუმის არსებობის მანძილზე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატკის გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში. წელს ამ კრიტერიუმის შეაბამისად ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას ერთი მოსწავლე გოგონა დაემატა.

კადეტის ლიცეუმში სწავლება და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

2022-2023 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა სია.