2021-2022 სასწავლო წლისათვის ჩასარიცხ მოსწავლეთა მონაცემები 08/06/2021 1:07 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2021 წლის მისაღები გამოცდების შედეგად ლიცეუმში ჩასარიცხ  მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა შედგა.

მშობლებს ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი შეხვდა. ვიცე-პოლკოვნიკმა მათ მოსწავლეთა წარმატებები მიულოცა. მან ხაზი გაუსვა ლიცეუმისა და მშობლების  ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

მოგვიანებით მშობლებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ თავიანთი ვალდებულებები, მოსწავლეთა მობილობის საკითხები, ლიცეუმში არსებული წესები და ხელშეკრულების პირობები გააცნეს.

დღესვე, მოსწავლეებმა სამხედრო ფორმები მოირგეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მათ უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სამხედრო და სპორტული ფორმებით, საცხოვრებელი პირობებით,  კვებით, დაზღვევით, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ინვენტარით.

2021 წელს გამჭვირვალედ მიმდინარე მისაღები გამოცდების შედეგად ლიცეუმში ჩასარიცხად შეირჩა 123 მოსწავლე, მათ შორის  97 ბიჭი და 26 გოგონა. სამედიცინო კომისიაზე გაგზავნილი მოსწავლეებიდან ერთი მოსწავლე არ გამოცხადდა, ხოლო 16-მა მოსწავლემ მიიღო უარყოფითი პასუხი. გამოცდებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგად წელს 57 ქულა განისაზღვრა გამსვლელ მინიმალურ ქულად.

ლიცეუმში მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.  ჩასარიცხ მოსწავლეთა შერჩევის გამჭვირვალობის მიზნით, შერჩევის პროცესს აკვირდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ 2021 წელს ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მონაცემები.

2021-2022 სასწავლო წელს ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მონაცემები.