2019-2020 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები!!! 07/19/2019 12:00 AM

   გთავაზობთ მისაღები გამოცდების შედეგების რეიტინგულ სიას.
ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული იქნა რეიტინგული სიის 101 ბიჭი და 25 გოგო. ჩასარიცხად შერჩეულმა მოსწავლეებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება ქ. გორში და ქ. ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში. ჩარიცხვის კანდიდატებს დაუკავშირდებიან და სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად ეთიშება კონკურსს და მას ჩაიენაცვლება შესაბამისი რიგითობის დაცვით რეიტინგული სიაში არსებული მოსწავლე. თანაბარქულიანი მოსწავლეების შეთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მოსწავლეს, რომლის ფიზიკური შედეგიც არის მაღალი.

2019-2020 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები.