2019-2020 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები 07/11/2019 12:00 AM

   გთავაზობთ ფიზიკური, მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებს. გაითვალისწინეთ, ბმულზე მოცემულია მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტირების პირველადი შედეგები.
   ტესტირების შედეგების გასაჩივრება კონკურსანტს ორი დღის განმავლობაში შეეძლება.
სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 15 და 16 ივლისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, თბილისსა და ქუთაისში შემდეგ მისამართებზე:
-ქ.ქუთაისის №41 ფიზკა-მათემატიკური სკოლა (მისამრთი: ქუთაისი, რუსთაველის 127);
-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მისამართი: თბილისი, მინდელის 9)

   აპელაციის დასრულების შემდეგ, 20 ივლისს გამოქვეყნდება მოსწავლეთა შედეგების რეიტინგული სია და ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეულ მოსწავლეთა სია.

   ჩასარიცხად შერჩეულმა მოსწავლეებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება ქ. გორში და ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში. ჩარიცხვის კანდიდატებს დაუკავშირდებიან და სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად ეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება შესაბამისი რიგითობის დაცვით რეიტინგული სიაში არსებული მოსწავლე.

შენიშვნა:
   ლიცეუმში 2019-2020 სასწავლო წლისათვის მიიღება 126 კონკურსანტი. აქედან 101 ვაჟი და 25 გოგონა.
   იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად გოგონა კონკურსატი მიიღებს უარყოფით პასუხს ავტომატურად ეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება შესაბამისი რიგითობის დაცვით რეიტინგული სიაში არსებული მოსწავლე (გოგონა ან ვაჟი).

2019-2020 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები

ფიზიკური მომზადების ტესტის შედეგი