2017 წლის წარჩინებული მოსწავლეები 04/05/2019 12:00 AM

   დღეს განათლების სამინისტრომ 2017 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ ლიცეუმის კურსდამთავრებულები. დაჯილდოვების ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში შედგა და მას ქუთაისის მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. დამსახურული ჯილდო მოსწავლეებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გადასცა და წარმატებები უსურვა. ლიცეუმის 2017 წლის კურსდამთავრებულთა შორის ათი მედალოსანია, მათ შორის 8 ოქროსა და 2 ვერცხლის.

ფოტო გალერეა