კონკურსი ,,ვკითხულობთ გალაკტიონს“

18-11-2017

   ქუთაისში  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის კონკურსი - ,,ვკითხულობთ გალაკტიონს“ გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის კადეტები: ლაშა ხარაზიშვილი, გიორგი კუპრაძე, ლუკა შენგელია და ლუკა გაბუნია (პედაგოგები ნინო დანგაძე,ია დანელია, ელენე კოხრეიძე). კადეტები წარმატებული გამოსვლისათვის კომპეტენტურმა ჟიურიმ დიპლომებითა და გალაკტიონ ტაბიძის კრებულით დააჯილდოვა. კონკურსი ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ყოველწლიურად ტარდება.