ვეფხისტყაოსნის სახალხო კითხვის კონკურსი

03-06-2014

ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ოქროს ჩარდახში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ვეფხისტყაოსნის სახალხო კითხვის კონკურსი. კონკურსი მიზნად ისახავდა გაეცოცხლებია ის ძველი ტრადიცია, როცა ჩვენმა წინაპრებმა ზეპირად იცოდნენ ,, ვეფხისტყაოსანი“, როცა დიდი თუ პატარა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსთაველის გაგებასა და მხატვრულ კითხვაში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა:  მალხაზ მახარობლიშვილმა, ლევანი  არსანიძემ და  თორნიკე კიბორძალიძემ. მათ გადაეცათ სერთიფიკატები.