ღონისძიება-კონკურსი ,,გალაკტიონობა 2014“

31-05-2014

2009 წლიდან ორგანიზაცია ,,მთაწმინდის მთვარის“ ინიციატივით დაარსდა ყოველწლიური ღონისძიება-კონკურსი ,,გალაკტიონობა“. მასში მონაწილეობას ღებულობენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციებში (გალაკტიონის ლექსის მხატვრულად წაკითხვა, გალაკტიონის პოეზიის მიხედვით ნახატის შექმნა, გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება, გალაკტიონისადმი ლექსის მიძღვნა, გალაკტიონისადმი ლიტერატურული ჩანახატის მიძღვნა) გამარჯვებული კონკურსანტები კი მონაწილეობას ღებულობენ ორდღიან დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც ტრადიციულად ტარდება გალაკტონის სახლ-მუზეუმში.

 

წელს ღონისძიება-კონკურსი - ,,გალაკტიონობა 2014“-ის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: დიმიტრი ენუქიძე, გივი ლოლუა, მსხილაძე თორნიკე, სხილაძე ავთანდილი, შალვა ჩუთლაშვილი და გიორგი შონია. მათ წარმატებით გაართვეს თავი შესარჩევ ეტაპს და მონაწილეობა მიიღეს დასკვნით ღონისძიებაში ვანში, სოფელ ჭყვიშში გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. კადეტებმა: დიმიტრი ენუქიძემ და ავთანდილ სხილაძემ დაიკავეს მესამე ადგილი საკონკურსო ნომინაციებში: გალაკტიონის ლექსის მხატვრულად წაკითხვა და გალაკტიონის პოეზიის მიხედვით ნახატის შექმნა, ხოლო კადეტმა შელვა ჩუთლაშვილმა პირველი ადგილი საკონკურსო ნომინაციაში გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება.