შემოქმედ მოსწავლეთა საქალაქო ლიტერატურული კონკურსი

22-12-2016

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა შემოქმედ მოსწავლეთა საქალაქო ლიტერატურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები: გადელია გოდრეძი, მერლანი ნიკოლოზი, ბერიძე დაჩი, შირიმიანცი ვაჟა, ქუთათელაძე ლევანი, ახალაური ამირანი, მეგრელაძე იური, ძოწენიძე თომა, გელიაშვილი ალექსანდრე, გაფრინდაშვილი გიორგი (ხელმძღვანელი ია დანელია). საქალაქო ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულია და ყოველწლიურად ტარდება. წელს კონკურსში ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების 60-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. დალუქულ კონვერტებში, რომლებიც მოსწავლეთა თვალწინს გაიხსნა, აღმოჩნდა შემდეგი თემები: 1.,,მერცხლის ნისკარტით ავკენკავ ზამთარს...“ 2.,,კოკასა შიგან რაცა დგას...“ 3.,,მზე გვათბობს ჩვენ და ჩვენ - ერთმანეთს.“ მოსწავლეებმა 3 სთ-ის განმავლობაში შექმნეს საინტერესო ლექსები, ჩანახატები, ესეები... გამრჯვებულ ნაშრომთა ავტორებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. ისინი დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სიგელებით.