,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017"

14-05-2017

   ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“ -ის იმერეთის რეგიონალური ეტაპი დასრულდა. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომელთა დაჯილდოება შედგა ქუთაისის სპორტის სასახლეში. მოსწავლეები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დააჯილდოვა. გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, რომლებმაც იმრეთის რეგიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს გეზრბენში.