,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017"

25-03-2017

   ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2017“ -ის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. ქუთაისის მერიამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული მოსწავლეები თასებითა და მედლებით დააჯილდოვა. სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამეხდრო ლიცეუმმა სპორტის ორ სახეობაში - გეზრბენსა და მინი ფეხბურთში მიიღო მონაწილეობა. ლიცეუმის მორბენალ ვაჟთა გუნდმა (დავით დოღონაძე, ლუკა მახარაძე, ჯაბა კაცაძე) პირველი ადგილი დაიკავა, რისთვისაც იგი დაჯილდოვდა დიპლომითა და თასით, წევრები კი ოქროს მედლებით. მინი ფეხბურთის ტურნირში კადეტებმა მესამე ადგილი მოიპოვეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მინი ფეხბურთის გუნდი დაჯილდოვდა დიპლომით, გუნდის თითოეულ წევრს კი გადაეცა ბრინჯაოს მედალი. ლიცეუმის მინი ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა: კვირიკაშვილი ნიკა, რევაზიშვილი ლუკა, ვეკუა გიორგი, ზარქუა საბა, ფანჩვიძე გაგი, ჩიტიძე გიორგი, ნიშნიანიძე ნიკა, სულამანიძე გიგა, გოლეთიანი ნიკა, ხაჭვანი გია, ჯანგავაძე ოთარი, მაღლაფერიძე შაქრო.