საქალაქო ლიტერატურული კონკურსი

01-01-1970

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, საქალაქო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები: თომა ძოწენიძე, გიორგი გადელია და მათი პედაგოგი ია დანელია მონაწილეობას იღებდნენ შემოქმედებით საღამოში, რომელიც გაიმართა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. მოწვეულ სტუმრებს შეხვდა უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ლერი იაშვილი. ბატონმა ლერი იაშვილმა წაიკითხა საქართველოსადმი, მშობლიური ქუთაისისადმი მიძღვნილი ლექსები, გალაკტიონ ტაბიძის მისეული საინტერესო თარგმანები. ღონისძიების დასასრულს პოეტმა უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და უსახსოვრა საკუთარი ლექსების კრებული.