საქალაქო ლიტერატურული კონკურსი

06-06-2017

   ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საქალაქო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. მიწვეული იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I და III სასწავლო კურსის კადეტები: თომა ძოწენიძე, ნიკოლოზ მერლანი, დაჩი ბერიძე (პედაგოგები: ლალი ლარცულიანი, ია დანელია). ისინი საუკეთესო პოეტური ნაწარმოების შექმნისათვის ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ დააჯილდოვა დიპლომებითა და სიგელებით. თომა ძოწენიძეს საჩუქრად გადაეცა წიგნი ,,ცისფერყანწელთა საძმო".